დემოკრატიული მმართველობა

დემოკრატიული მმართველობა
(დემოს - ხალხი, კრატია - ძალაუფლება). მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობა, ამ ნების პოლიტიკურ სუვერენად გამოცხადებაა. „დემოკრატიის დროს ხალხი ერთის მხრივ მონარქია, მეორეს მხრივ კი ქვეშევრდომი. იგი მონარქია იმდენად, რამდენადაც აქვს საარჩევნო ხმები, რომლებითაც გამოხატავს თავის ნებას. სუვერენის ნება თვითონ სუვერენულია“. დემოკრატიაში სუვერენული ხელისუფლების მქონე ხალხი თვითონ უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რისი გაკეთებაც მას კარგად შეუძლია, ხოლო იმას, რისი გაკეთებაც მის შესაძლებლობას აღემატება, თავისი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით უნდა ახორციელებდეს. „ისევე, როგორც მოქალაქეთა უმრავლესობას, რომელთაც საკმაო უფლება აქვთ სხვების ასარჩევად, მაგრამ არ შეუძლიათ საკუთარი თავის არჩევა, ხალხს, რომელსაც სხვისი მმართველობის განსჯის უნარი შესწევს, არ შეუძლია თავისით მართვა“. რადგან სხვისი მმართველობის განმსჯელ ხალხს არ შეუძლია თავისით მართვა, ამიტომ მას მონარქზე მეტად სენატი ან საბჭო ესაჭიროება, რომელიც მას წარმართავს. მაგრამ იმისთვის, რომ ხალხი ამ უკანასკნელთ ენდობოდეს, საჭიროა თვითონ ასახელებდეს მის წევრებს და თვითონვე ირჩევდეს მათ უშუალოდ ან რაიმე ინსტიტუტის მეშვეობით. მაშასადამე, დემოკრატიული მმართველობის ძირითადი მაქსიმა ისაა, რომ ხალხი თანამდებობის პირებს თავად უნდა ასახელებდეს. დემოკრატიაში ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება ვერც ერთი სახელისუფლებო ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილებაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ მომდინარეობს ხალხის ნებიდან. თავისუფალ სახელმწიფოში ყოველი ადამიანი თვითონ უნდა განაგებდეს საკუთარ თავს, ყოველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება წარმომადგენლის ასარჩევად. დემოკრატიულ მმართველობაში ხალხის მონაწილეობა უნდა განისაზღვრებოდეს მხოლოდ თავის წარმომადგენელთა არჩევით.</div>
See also: <<დემოკრატია>>
Source: ხოფერია მარიამ. დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპები და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია // ალმანახი №16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "დემოკრატიული მმართველობა" в других словарях:

  • დემოკრატია — • ჩერჩილის კლასიკური განსაზღვრებით მმართველობის საკმაოდ ცუდი ფორმაა და მისი ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ყველა სხვა პოლიტიკური სისტემა კიდევ უარესია. Source: როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ: 1999 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები …   Georgian encyclopedia

  • მონარქია — • ანუ მეფის მმართველობა ეწოდება მმართველობის ფორმას, როდესც სუვერენს შეუძლია მთელი მმართველობა მოაქციოს ერთი მაგისტრატის ხელში, ვისგანაც მთელი თავისი ძალაუფლება სხვა მაგისტრატებს მიეცემა. Source: რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • ადგილობრივი თვითმმართველობა — • საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციით აღიარებული და კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, თვითმმართველობის ერთეულებში მათ მიერ შექმნილი ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით, კანონმდებლობის საფუძველზე, საკუთარი… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»